მანდატურების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მათი გადამზადება დაიწყო, ამას განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს. რეგიონში სკოლის უსაფრთხო პოლიტიკაზე სულ 87 მანდატური ზრუნავს, თუმცა მათგან ჯერ არცერთი არ ჩართულა სასწავლო პროცესში.
ერთ-ერთი საკითხი რომელშიც ისინი გადამზადდებიან სკოლებში კონფლიქტური სიტუაციების მართვაა.
დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით მანდატურის სამსახური სამინისტროსთან კოორდინაციაში იქნება, რაც თანამშრომლების მიერ საეჭვო სიტუაციის შემჩნევისთანავე უწყებისთვის შეტყობინებას გულისხმობს.