სანატორიუმიდან გუბემდე - მახინჯაურში გოგირდის აბანოს რეალობა დღეს / ფოტო /

12 ოქტომბერი 2018, 00:00 7136 ნახვა

ასე გამოიყურება გოგირდის აბანო მახინჯაურში . მსურველებს სამკურნალო პროცედურების ჩატარება, გოგირდის წყლის ჭაბურღილთან, ხის ფიცრულით სახელდახელოდ  შემოფარგლულ  ტერიტორიაზე უწევთ.

ადგილობრივებთან ერთად გოგირდის აბაზანებს უცხოელი ტურისტებიც იღებენ.  

''ადგილობრივებმა მითხრეს, რომ აქ არის აბანოები. საკუთარი სურვილით მოვედი მენახა და აი ასეთი ეგზოტიკა დამხვდა ხის ფიცრული ნაჭრებით. ისხდნენ ადამიანები, რომლებიც როგორც ჩანს ამ აბანოებიდან იღებდნენ სიამოვნებას ან უბრალოდ მკურნალობენ. დავინტერესდი და დავრჩი.

ერთხელ ვცადე, მეორედაც მოვედი. აქ დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ, მომიხდება არ მომიხდება ვნახოთ, მოსინჯვა ღირს. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ეგზოტიკური ადგილები. სიმართლე გითხრათ ამაღელვა ამ სანახაობამ. თუ მოსახლეობას ეს აინტერესებს და ხალხი მოდის აქ, ცდილობს მიიღოს რაღაც სარგებელი რატომ არ არის დაინტერესებული მთავრობა ?'' - ამბობს ტურისტი ბელორუსიდან რომელსაც ''მთავარის გადამღები ჯგუფი გაესაუბრა.

მოქალაქეებმა ჭაბურღილის ღობის ერთი მხარე ნატვრის ღობედ აქციეს და ნაჭრის ნაგლეჯებს იმ იმედით  ტოვებენ, რომ დაავადებებსაც წყალს გაატანენ.

აბანოები ცხრა წლის განმავლობაში ყაზახ ინვესტორზე იყო გასხვისებული. აღნიშნულ პერიოდში ის მოძველებული ინფრასტრუქტურით, თუმცა მაინც მუშაობდა.

''მთავარში'' 21 საათზე, ნახეთ რა ბედი ელის სამკურნალო წყალს და რას გეგმავს სამკურნალო ტურიზმის განსავითარებლად მთავრობა...

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი