ქობულეთის მერიას ორი წლის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ავალებს - ''პანსიონის საქმე''

12 ოქტომბერი 2018, 00:00 2757 ნახვა

ქობულეთის მერიას მუსლიმთა პანსიონში წყლისა და კანალიზაციის სისტემა არ შეჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს, 2016 წელს, სასამართლომ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესრულება დისკრიმინაციის გარეშე დაავალა. დღეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა. 

ჯუმბერ ბეჟანიძემ სარეზოლუციო ნაწილი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სხდომას მხარეები არ ესწრებოდნენ.

2016 წლის 19 სექტემბერს ''ქობულეთის პანსიონის საქმეზე'' დისკრიმინაციის ფაქტი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა. გასაჩივრების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა .

ქობულეთის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა, ამიტომ საქმის ხელახალი წარმოება დაიწყო. სასამართლოში სარჩელი ამჯერად სახალხო დამცველმა შეიტანა. ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყებაა, რომელსაც რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო, ომბუდსმენის აპარატმა უჩივლა. 

პანსიონის გახსნის საშუალება ადგილობრივმა მოსახლეობამ მუსლიმ თემს 2014 წელს არ მისცა. მაშინ შენობაზე პროტესტის ნიშნად ღორის თავი მიაჭედეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი