ხულოში სახანძრო სამსახურს ტყის ახალი სახანძრო მანქანა გადაეცა

10 ოქტომბერი 2018, 00:00 2917 ნახვა

დღეს 13 რეგიონში სახანძრო სამსახურებს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადაეცათ. სახანძრო მანქანები განკუთვნილია  აბასთუმნის, ბორჯომს, ახმეტის, თელავის, თეთრიწყაროს, დუშეთის, კასპის, ხარაგაულის, ლენტეხის, ონის, მესტიის, ჩოხატაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისთვის.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი განმარტავს უახლოეს მომავალში საქართველოში დამატებით 7 ახალი ტყის სახანძრო მანქანის შეძენა იგეგმება რომლებიც დმანისს, თიანეთს, ხაშურს, ადიგენს, ბაკურიანს, ქედასა და შუახევს გადაცემა.

ახალი სახანძრო მანქანები სამსახურმა ტენდერით მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინა. მისი საერთო ღირებულება 10 მილიონი ლარია.

''ახალი სახანძრო მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს. მისი დანიშნულება და პრიორიტეტი იმაში გამოიხატება რომ ეს არის საკმაოდ მაღალი გამავლობის, მანევრირებადი და სწრაფი  მანქანები. აქედან გამომდინარე ჩვენს რეგიონში მისი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ჩვენმა მეხანძრეებმა დროულად შეძლონ ხანძრის კერებთან მისვლა და მისი ლიკვიდაცია. ჩვენი უწყება აჭარის რეგიონისთვის კიდევ ორი სახანძრო ავტომობილის შეძენას გეგმავს. '' - განმარტავს ირაკლი თოიძე, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი