მემიშიშების ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია - შესაძლო თაღლითურ სქემას პროკურატურა იძიებს, ამასობაში კი სადავო სახლი და მიწა აუქციონის გზით გაიყიდა და ე.წ. კეთილსინდისიერი მყიდველის ხელში გადავიდა. ოჯახი სახლს სავარაუდოდ იქამდე დაკარგავს, ვიდრე გამოძება დასრულდება და კონკრეტული დამნაშავე პირი გამოიკვეთება.
საქართელოს ახალგაზრდა იუტრისტთა ასოციაციაში მსგავს არაერთ შემთვევას იხსენებენ, თუმცა იმავდროულად აღნიშნავენ რომ თითქმის არ ახსენდებათ დასრულებული გამოძიება. იურისტების შეფასებით თაღლითური სქემა თითქმის იდენტური და ნათელია, თუმცა მისი დამტკიცება სასამართლოში განსაკუთრებით მაშინ რთულდება როდესაც საქმე ოფციალურად გაფორმებულ დოკუმენტებს ეხება.