წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში

08 ოქტომბერი 2018, 00:00 2465 ნახვა

პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების - 1, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - ამდენივე  და  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 9 ფაქტი დაფიქსირდა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგად, რომელიც ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ სამი კვირის განმავლობაში ჩაატარა. მეორე შუალედურ ანგარიშში საუბარია ქობულეთში 27  სექტემბერს  #7, #8, #63 საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე. 

მესამე სექტორში ამბობენ, რომ  შეიმჩნეოდა ტენდენცია, რომ კომისიამ  წინასწარ  იცოდა  ვინ უნდა შეერჩიათ საუბნო  კომისიის თავმჯდომარედ,  მოადგილედ და მდივნად. ასევე ქობულეთის მერის მოადგილემ ,დავით ვერულიძემ სამუშაო საათებში საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განათავსა  პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო  შეხვედრის ვიდეო მასალა. აგიტაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ მერის მოადგილეს ქედაში, რომელმაც ორგანიზაციის თქმით, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი გამოაქვეყნა ასევე სამუშაო საათებში.

ქედაში  ორგანიზაციის განცხადებით, ასევე გამოიკვეთა წინაასარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების მობილიზების ნიშნები.  ერთ-ერთ შეხვედრას  როგორც მესამე სექტორის კვლევაშია ნათქვამი ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის აპარატების თანამშრომლები, თემებში მერის წარმომადგენლები, პედაგოგები და    ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები. ამავე ანგარიშში საუბარია წინაასარჩევნო   კამპანიის ხელშეშლაზე, რომლებიც ბათუმსა და ქობულეთში დაფიქსირდა, ასევე ხულოში სააგიტაციო მასალის დაზიანებაზე.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი