მაჭახელას ხეობაში დღეს სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა“ იზეიმეს. ტრადიციულ ზეიმს სამშობლოში სტუმრად მყოფი ჩვენებურებიც შეუერთდნენ. ისტორიული წყაროების თანახმად, ერთი საუკუნის წინ მაჭახელას ხეობა ორად გაიყო, რომლის ერთი ნაწილი საქართველოს მეორე კი თურქეთს დარჩა.
მშობლიურ ენას და კულტურას დღემდე უფრთხილდებიან თურქეთში მცხოვრები ქართველები და მე-11 წელია, საზღვრის მიღმა მცხოვრებ ნათესავებს სახალხო დღესასწაულს ულოცავენ. დღეს ზეიმის სტუმრებს ამ ხეობის ყველა სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული, ადგილობრივი რეწვის ნიმუშების, ხილვის და კულინარიული ნაწარმის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. გაიმართა კონცერტი და შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში.