„შეწყდეს ბათუმის ჩაბეტონება, საკმარისია გიკრძალავთ“ - საპროტესტო აქცია ბათუმში

07 ოქტომბერი 2018, 00:00 4261 ნახვა

საპროტესტო აქცია ლოზუნგებით:„შეწყდეს ბათუმის ჩაბეტონება, საკმარისია გიკრძალავთ.“ „გაწიე კედელი ზღვა დამანახე“ დღეს არქიტექტორებმა, ურბანისტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და რიგითმა ბათუმელებმა ზღვისპირა ქალაქის „ჩაბეტონება“ და დაგეგმილი მშენებლობების საჯარო განხილვის გარეშე დამტკიცება გააპროტესტეს.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონიდან საზოგადოებრივი სივრცე -  ბათუმის რივიერა და დელფინარიუმის მიმდებარე  ტერიტორია გაქრა. ყველა გადაწყვეტილება იქნება ქალაქის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - ასე უპასუხა აქციის მონაწილეებს აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი