მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი საწარმოების რეგისტრაციის ვადა 2018 წლის 15 ნოემბრამდეა შესაძლებელი

07 ოქტომბერი 2018, 00:00 1648 ნახვა

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირებს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაციისთვის ვადა 15 ნოემბრამდე აქვთ. ახალი ვადა “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით წესდება, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მოქმედი კანონით, ყველა პირი, რომელიც ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში - ანუ კონკრეტულ შემთხვევაში - ვადა  28 სექტემბერს ამოიწურა.თუმცა რადგან  საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლისათვის იუსტიციის სახლს სწორედ ბოლო დღეს მიმართა.

იუსტიციის სახლის რესურსი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ რაოდენობის განაცხადების მისაღებად. სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე იწვევს დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი