საპროტესტო აქცია ჩანჩხალოში

25 ივლისი 2016, 00:00 3850 ნახვა

სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრებმა 6-მა ოჯახმა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. მათ რამდენიმე საათით გვირაბთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.  აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დასაქმებაა, მათი თქმით, მშენებლობაზე დასაქმებულ ექვს თანამშრომელს ივნისის ბოლოს კომპანიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. აქციის მონაწილეებს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია"-ს წარმომადგენელი შეხვდა.  ოთარ ჯაფარიძემ შეკრებილებს ერთი წლით ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი უთხრა, თუმცა კომპანია მათთან ორთვიან ხელშეკრულებას გააფორმებს. დასაქმებულები ყოველ მესამე დღეს იმუშავებენ და 300 ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ. დაზარალებულებმა კი კომპანსაციის მოთხოვნით კომპანიას განცხადებით უნდა მიმართოს. რის შემდეგაც საკითხს შესაბამისი კომისია შეისწავლის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი