საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი, საკონსტიტუციო გიორგი პაპუაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იყო, რომელიც კონკრეტული მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს უკავშირდებოდა. პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პაპუაშვილის მიერ დასახელებულ ფაქტებს შემაშფოთებელი უწოდა. გიორგი პაპუაშვილის განცხადებით კი მან მიიღო უწყება ბათუმის პროკურატურიდან, თუმცა დეტალებზე საუბარს მხოლოდ მთავარ პროკურატურაში გეგმავს.