სარფში კლდიდან ჩამოშლილმა ლოდებმა გზა ჩაკეტა 

06 ოქტომბერი 2018, 00:00 8509 ნახვა

სარფში კლდიდან ჩამოშლილმა ლოდებმა საავტომობილო გზა ორმხრივად ჩაკეტა. დაახლოებით ნახევარი საათია, ავტომობილები ვერცერთი მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან. გზაზე საცობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან, ასევე არ დაზიანებულა არცერთი ავტომობილი.  

საქართველოს საგზაო დეპარტამენტის, აჭარის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ტექნიკა ადგილზე მალე იქნება, დაახლოებით ერთ საათში აღნიშნული მონაკვეთი გაიწმინდება და გზა გაიხსნება. 

''სენაკი-ფოთი-სარფის 117-ე კილომეტრზე ​ამ წუთას მოძრაობა შეზღუდულია, კლდიდან რამდენიმე ლოდი ჩამოვარდა და გზაზე არის მიმოფანტული. სავარაუდოდ ერთი საათი გაგრძელდება. ეს მაქსიმუმი დროა. ლოდების ჩამოშლის დროს, არავინ დაშავებულა, არც მგზავრი, არც მანქანები დაზიანებულა'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ირაკლი მაჩალაძემ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი