ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ლითონის ხიდი, ბეტონის საყრდენი 2 კედელი და გაბიონი. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 658 ათას 990 ლარია.