ფსიქიატრიულში განთავსების წესი- საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში

03 ოქტომბერი 2018, 00:00 2002 ნახვა

რას სთავაზობს სახელმწიფო ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე მოქალაქეებს? მხოლოდ აჭარაში ასეთი 11 ათასი პირია აღრიცხვაზე. რეგიონში ფინანსდება მკურნალობა და თავშესაფრით უზრუნველყოფა - თუმცა არის თუ არა ეს საკმარისი? აქვს თუ არა ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქეს შემდგომი რეაბილიტაციისა და დასაქმების საშუალება?

ეს ცალკე კვლევის საგანია, ამჯერად კი მოქალაქე, არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით ასაჩივრებს კანონში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ფსიქიატრიული აშლილობის მქონე მოქალაქე შესაძლებელია სტაციონარში იძულებით მოათავსონ, რაც მოსარჩელის მტკიცებით არღვევს ადამიანის ღირსებისა და პატივის უფლებას. თუ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო დასაშვებად ცნობს და შემდგომში დააკმაყოფილებს, კანონში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტის იძულებითი განთავსების წესი შეიცვლება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში