მე-10 ჯაზ ფესტივალი დასრულდა

25 ივლისი 2016, 00:00 4628 ნახვა

შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზ-ფესტივალი სოულის ამერიკელი შემსრულებლის მეისი გრეის კონცერტით დაიხურა. წელს ჯაზ-ფესტივალი 15 ივლისს ქუინსი ჯონსის პროექტით გაიხსნა; ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ქართველი მსმენელების წინაშე ასევე წარდგნენ: მაილს ელექტრიკ ბენდი, მის ლორენ ჰილი, ჯგუფი პროდიჯი და  ჯეიმი კალუმი. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდებოდა. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ჰქონდათ უფასოდ დასწრებოდნენ კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, უცხოელი შემსრულებლების გარდა, ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს მართავდნენ ქართული ჯაზ-ბენდებიც.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში