აჭარაში მომდევნო დღეებში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს ​

03 ოქტომბერი 2018, 00:00 5512 ნახვა

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება. 5 ოქტომბერს ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს, მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა და ქარი. ზღვაზე კი 3 ბალი ღელვა.

აჭარის როგორც მთაში, ასევე სანაპირო ზოლზე პერიოდულად იწვიმებს და აცივდება.

ხვალ ბათუმში ცვალებადი მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18 დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება. 5 ოქტომბერს კი ზღვისპირა ქალაქში ტემპერატურა 7 გრადუსით დაიკლებს. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა გაააქტიუროს სტიქიური პროცესები.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში