იანვრიდან დღემდე საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის შესწავლისთვის მოთხოვნით აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში 1800-მდე განცხადება შევიდა. გეოლოგ მამუკა ფუტკარაძის განცხადებით, ოჯახები უკვე შეისწავლეს, მათ შორის რეგიონებშიც.
რეკომენდაციები გადაეცათ თვითმმართველობებს, სადაც აღნიშნულია რომ საცხოვრებელი სახლების უმეტესობა სიძველის შედეგადაა დაზიანებული, ხოლო ნაწილთან ფერდსამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            