თამაშის დროს მამაკაცი ფეხბურთის მოედანზე გარდაიცვალა

03 ოქტომბერი 2018, 00:00 4696 ნახვა

ბათუმში, სასტუმრო ''მაგნოლიას'' წინ მდებარე მოედანზე, ფეხბურთის თამაშის დროს 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.  

ის თამაშის დროს შეუძლოდ გახდა. მოქალაქეებმა  მედიკოსთა ბრიგადა გამოიძახეს. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების განცხადებით, კაცს გული გაუჩერდა. 

გარდაცვლილი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. 

შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 19 საათზე მოხდა. ფეხბურთს ვეტერანი სპორტსმენები თამაშობდნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი