ინსცენირება თუ წინასწარ განაწილებული უფლებამოსილებები?

02 ოქტომბერი 2018, 00:00 1961 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბათუმის 64-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კენჭისყრის დღეს გასანაწილებელი ფუნქციების, წინასწარ განაწილებასა და პროცედურის დარღვევაში ადანაშაულებს. მანანა ქათამაძე მიიჩნევს, რომ უბანი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. უბნის შენობაში გამოკრული იყო სია, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა თუ ვინ რა ფუნქციას შეასრულებდა კენჭისყრის დღეს. ბრალდებებს უარყოფს საარჩევნო უბნის თავმჯდომარე.

დავით ღოღელიანი ირწმუნება, რომ საქმე გვაქვს ინსცენირებასთან - საუბარია უბნის კომისიის წევრების მომზადებაზე, რა დროსაც ისინი გათამაშების გზით სწავლობენ კენჭისყრის დღეს ჩასატარებელ პროცედურებს, შესაბამისად ამ სწავლების დროს გაითამაშეს წილისყრის პროცედურაც და ასე აღმოჩნდა ხელნაწერი კედელზე.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი