ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მხარეთა მიერ მტკიცებულებათა დასაშვებებსა და საქმის არსებითად განსახილველად გადაცემაზე იმსჯელებენ.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულებს მინდია გორგაძესთან არანაირი კავშირი არ აქვთ. გამოძიება დაკავებულებს ქურდულ სამყაროსთან კავშირსა და წევრობას ედავება. ისინი ორი თვის წინ დააკავეს. რაც შეეხება მინდია გორაძეს, იგი მიმალვაშია.