გარემოს დაცვა და ზიანის შემცირება - დღეიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი იკრძალება. პირველ ეტაპზე რეგულაცია შეეხება ე.წ. ერთჯერად პარკებს, რომლებიც სავაჭრო ობიექტებში გამოიყენება, მომავალი წლის 1 აპრილიდან კი ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკის გამოყენება და წარმოება აიკრძალება.
მომხმარებელმა ამის შესახებ ინფორმაცია პარკზე დატანილი წარწერიდან უნდა მიიღოს, რაც თვალსაჩინო უნდა იყოს. დარღვევის შემთხვევაში მწარმოებლები დაჯარიმდებიან. როგორ შეხვდნენ გარემოს დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს მოქალაქეები და მწარმოებლები - თამუნა ხოზრევანიძე მოგვიყვება.