სოციალური სახლის რეაბილიტაციისთვის თანხა მეორედ გამოიყოფა

01 ოქტომბერი 2018, 00:00 2479 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩაქვში, ე.წ მეშვიდე რაიონში ძველი შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 55 ათასი ლარის დახარჯვას აპროტესტებს. მათი ინფორმაციით, შენობა ორი წლის წინ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გარემონტდა, თუმცა დღემდე  იქ არავინ ცხოვრობს,   შენობა კი ისევ  ავარიულია.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ შენობა ძლიერმა წვიმამ დააზიანა და  რეაბილიტაცია  მომავალ წელსაა დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი