ქობულეთის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ოფიციალური ვებ-გვერდი გათიშულია. უწყებამ ინტერნეტ გვერდი გასული წლის ბოლოს განაახლა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 ათასი ლარი დაიხარჯა. მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ამბობენ , რომ ვებ-გვერდმა ფუნქციონირება 10 დღის წინ შეწყვიტა. გივი ვერულიძის განმარტებით ინტერნეტ კომპანიამ ჯი დომენებთან ურთიერთობა შეწყვიტა,რის გამოც ვებ-გვერდი გაითიშა. ვერულიძე ირწმუნება, რომ ახალ კომპანიასთან მოლაპარაკება მიღწეულია და ინტერნეტ გვერდი მომდევნო კვირაში აღდგება.რაც შეეხება დახარჯულ 3 ათას ლარს მერიაში ამბობენ, რომ თანხები ელექტრონული გვერდის დიზაინის განახლებაში დაიხარჯა და ტექნიკურ ხარვეზთან კავშირი არ აქვს.