პერსონალური პროტესტი რუსულ ოკუპაციას - 13 დღე ენგურამდე ფეხით

27 სექტემბერი 2018, 00:00 2569 ნახვა

თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით - ​ცამეტდღიანი საპროტესტო მსვლელობა სრულდება. გიგა მაქარაშვილი ენგურის ხიდთან რამდენიმე საათში იქნება. ის, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს დროშას სიმბოლურად ხიდთან აღმართავს.

გიგა მაქარაშვილი რუსულ ოკუპაციას ამ ფორმით აპროტესტებს. დღეს აქტივისტს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდებიან. ენგურის ხიდზე აქცია სახელწოდებით "დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას" დაიგეგმა. 

გიგამ სტარტი თბილისიდან 14 სექტემბერს აიღო, 368 კილომეტრი გაიარა, რისთვისაც 312 საათი დასჭირდა.

''არ გაჩერდე გიგა'' - აქტივისტს ამ შეძახილებითა და ტრანსპარანტებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობა გზაში ხვდებოდა.

#რუსეთიოკუპანტია. #არშეეგუოოკუპაციას. #არგაჩერდეგიგა.

მსვლელობის ამსახველ ფოტოებს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებდა. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი