საქართველოს პრემიერ - მინისტრი აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს

26 სექტემბერი 2018, 00:00 2107 ნახვა

ხვალ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს. მანამდე, კი პრემიერი სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. მამუკა ბახტაძის მიმართვა ძირითადად საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს შეეხება. პრემიერი ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში უკვე ათი დღეა იმყოფება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბახტაძემ არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა. დღესვე მამუკა ბახტაძე შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი