ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის ბუტა ანთაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. სხდომას მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი უძღვებოდა.
ივნისში, პოლიციის განყოფილების უფროსს ზურგის არეში, სავარაუდოდ, დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილი პოლიციელი სამართალდამცავებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
დღეს სასამართლოს შენობასთან გარდაცვლილი ბუტა ანთაძის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დამნაშავის დასჯას ითხოვენ.
ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე გულისხმობს. სამართალდამცავებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი იმავე დღეს დააკავეს.