მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა

25 სექტემბერი 2018, 00:00 2220 ნახვა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო   ოლიმპიადის  მეორე დღეს  საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები ნორვეგიას , მეორე კი დანიას შეხვდება. რაც შეეხება ვაჟთა მე-3 ახალგაზრდული ნაკრების წევრებს, ისინი ამერიკის  შეერთებული შტატების გუნდს შეხვდებიან, რომელიც რეიტინგის ლიდერია, საქართველოს ვაჟთა ნაკრები კი რეიტინგში 65-ეა.

რაც შეეხება ქალთა პირველ ნაკრებს, დღეს გოგონები  ნორვეგიის წარმომადგენლებს, მეორე ნაკრები შვედებს, მესამე კი გერმანიის გუნდის წევრებს შეხვდებიან. მსოფლიო  საჭადრაკო  ოლიმპიადის პირველი დღე ქართველი მოჭადრაკეებისთვის წარმატებული გამოდგა, ექვსივე ნაკრებმა დღე გამარჯვებით დაასრულა.  დღეს თამაშები 15 საათზე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი