“ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”-საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა გააცნო მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალურ მდივანს. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების გააქტიურების მნიშვნელობაზე.
ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატების ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას. პრემიერმა გაეროს მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.