კამათი აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტზე

23 სექტემბერი 2018, 00:00 2418 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალ რეგლამენტზე მსჯელობდნენ,გადაცემა“მთავარი აჭარაში“. კოლეგიალური ორგანოს მიერ შემუშავებული ახალ დოკუმენტის პროექტში არაერთი ცვლილება შევიდა, თუმცა ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი მათ არ შეასრულებს. მათივე მოსაზრებით, ახალი დოკუმენტი მხოლოდ კონსტიტუციაში გაწერილი ვალდებულებების საპასუხოდ შეიქმნა.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა „ქართული ოცნება“  აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების უმაღლეს საბჭოსთან ანგარიშვალდებულების ნაწილშიც გააკრიტიკა. მმართველი გუნდის წევრმა კი რეგლამენტის   დადებით მხარეებზე,  მათ შორის მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლეს საბჭოში  ანგარიშის ყოველწლიურად წარდგენის ვალდებულებაზე  ისაუბრა. ლადო მგალობლიშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალ სესიებზე,  ეთიკის კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით მესამე სექტორის რეკომენდაციებს დაუბრუნდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი