დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა. განიხილეს აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის მუშაობა.
როგორც გრეგ კრავჩუკმა აღნიშნა, მავნებელთან ბრძოლის კუთხით 2017 წელთან შედარებით წელს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. მეტად ინფორმირებულია მოსახლეობაც.ლევან დავითაშვილმა მოწვეულ ექსპერტს მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისა და რეკომენდაციებისთვის.