აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გაეცნო.
ამერიკელმა მეცნიერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თხილის ნარგავები და სიმინდის მასივები დაათვალიერა. გრეგ კრავჩუკის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია.