2015 წელს გარემონტებულ გედების აუზს ისევ რეაბილიტაცია უტარდება

21 სექტემბერი 2018, 00:00 2010 ნახვა

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციამ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ 9 ობიექტის კეთილმოწყობას გეგმავენ, მათ შორის გედების ტბის კაპიტალურ რემონტს, რომლის ნაწილის რეაბილიტაციისთვის 87 ათასი ლარი 2015 წელსაც დაიხარჯა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების კვალდაკვალ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განვითარების კონცეფციის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობენ, ამასთან ამბობენ რომ, აუცილებელია ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონის კონსერვაცია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი