მედეა ვასაძე ყოფილ ფინანსთა მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებს

21 სექტემბერი 2018, 00:00 2183 ნახვა

გაეთიანებული ოპოზიციის წევრი მედეა ვასაძე, აჭარის ყოფილ ფინანსთა მინისტრს დავით ბალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს.  უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ამბობს, რომ დავით ბალაძე   სამშენებლო  კომპანია ,,ალიანს ჯგუფში’’ დასაქმდა, რასაც მისი მინისტრობის დროს რუსთაველის ქუჩაზე კომპანიისთის პირდაპირი მიყიდვის წესით 4 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემას უკავშირებს.

მედეა ვასაძე ასევე სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს დაინტერესდნენ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე დამატებით გამოყოფილი 18 მილიონი ლარით. მისი განცხადებით აჭარის მთავრობამ უპირობოდ დაუკმაყოფილა კომპანიას მოთხოვნა დამატებითი ხარჯების შესახებ.

ამავე კატეგორიაში