ხვალ, ბათუმში გერმანული როკ-ჯგუფი ბრაინვაჩედი ანტინარკოტიკულ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ევროპის მოედანზე გერმანულ ჯგუფთან ერთად უკრაინული და ბათუმური ჯგუფებიც მიიღებენ მონაწილეობას.
კონცერტის ორგანიზატორები ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერ კონცერტებს 2006 წლიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რეგულარულად მართავენ.
ბათუმის შემდეგ 21 სექტემბერს კონცერტი ქობულეთში, ხოლო შემდეგ კი საქართველოს ქალაქებში გაიმართება. ევროპის მოედანზე კონცერტი ხვალ 18 საათზე დაიწყება.