შესაძლო ნეპოტიზმი ქობულეთის მერიაში - ძმები რომანაძეები დაინიშნენ სამსახურების უფროსებად, ისინი თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ ლიდერის კახა კალაძის ნათესავები არიან - ამაზე საუბრობენ ქალაქის მთავრობაში და ამას ადასტურებს ერთ-ერთი ძმა, რომელიც გამწვანების სამსახურს ხელმძღვანელობს.
ზვიად რომანაძისგან განსხვავებით, ნათესაურ კავშირს უარყოფს მინდია რომანაძე, იგი ახლა ზედამხედველობის სამსახურის უფროსია, მანამდე კი სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომელი იყო.
ქობულეთის მერიაში ჩატარებულ კონკურსებზე და მირიან ქათამაძის პირად გადაწყვეტილებაზე ნახავთ ვიდეოში.