დაკავებულია პირი, რომელმაც ქალაქის ცენტრში მამაკაცს 7 ტყვია ესროლა

18 სექტემბერი 2018, 00:00 2727 ნახვა

სამართალდამცველებმა 27 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ბათუმის ცენტრში შუახნის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 ტყვია ესროლა. შემთხვევა 15 სექტემბერს, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მოხდა.  დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ვ.მ. წარსულში არის ნასამართლევი. მას გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  სამართალდამცველებმა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში რჩება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზარალებულს სამი ტყვია ფეხში მოხვდა, ხოლო ერთმა ტყვიამ ხელის მტევანი დაუზიანა. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი