ქართველი ძიუდოისტების წარმატება

17 სექტემბერი 2018, 00:00 2080 ნახვა

ულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ინდივიდუალურ ჩათვლაში პირველი გუნდური ადგილი დაიკავეს.

ევროპის ჩემპიონები ლუკა მაისურაძე, ონისე სანებლიძე და  გელა ზაალიშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ტატო გრიგალაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს ბაგრატ ნინიაშვილი, ჯაბა პაპინაშვილი, სოფიო სომხიშვილი და მარიამ ჭანტურია დასჯერდნენ.

ამავე კატეგორიაში