საათობრივი პარკირება ბათუმში

17 სექტემბერი 2018, 00:00 5878 ნახვა

ერთი საათი ერთი ლარი - ბათუმში 3-4 თვეში ფასიანი პარკირების სისტემის ამოქმედება იგეგმება.  ახალი რეგულაციით ცენტრალურ ქუჩებზე ავტომანქანის გაჩერება შეიზღუდება.  ბათუმის მერის ინფორმაციით, ახალი სქემის ამოქმედებამდე მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება.

თუ სად მოეწყობა საპარკინგე ადგილები ამაზე თვითმმართველობაში ჯერ კიდევ მსჯელობენ. საზოგადოების ნაწილს ინიციატივა მოწონს, ზოგი კი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ შექმნილ დისკომფორტზე საუბრობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი