ერდოღანი - ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებამდე, სომხეთთან საზღვარი არ გაიხსნება

16 სექტემბერი 2018, 00:00 1424 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთთან საზღვრის გახსნა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელი იქნება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის გარეშე. სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების დასტაბილურება  სომხეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის სეჟ სარგსიანის ინიციატივით, 2008 წელს დაიწყო.

2009 წელს კი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ციურიხში ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, რომელიც ორივე ქვეყნის პარლამენტებისგან რატიფიცირებას ითხოვდა. თუმცა, იმავე წლის დეკემბერში თურქეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ოქმების რატიფიცირებას მანამდე არ განახორციელებს, ვიდრე ყარაბაღის კონფლიქტი არ გადაწყდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი