დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

16 სექტემბერი 2018, 00:00 2349 ნახვა

ლუკა ასათიანის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილი შუა ხნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, დაშავებულს ღამით კიდურების ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. 

ლუკა ასათიანის ქუჩაზე შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შუახნის მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ფეხისა და ხელის კიდურებში ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი