დღეს ბათუმში ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. მასში 10 ადგილობრივ ი ბენდი და სოლო შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. დასკვნითი კონცერტი ევროპის მოედანზე 20 საათზე დაიწყება, სადაც ისინი ორ სიმღერას შეასრულებენ, მათ შორის ერთი საავტორო ნამუშევარია.
სპეციალური ჟიური სამ საუკეთესო მონაწილეს შეარჩევს, საპრიზო ადგილზე გასულ მუსიკოსებს ფულადი პრემია გადაეცემა, გამარჯვებულს კი კლიპსა და სიმღერას ჩაუწერენ. ფესტივალის ფარგლებში, ტრენინგი გაიმართა საავტორო უფლებების შესახებ, დღესვე იგეგმება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალი წელს პირველად ტარდება. პროექტის ორგანიზებისთვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაახლოებით 22 ათასი ლარი მიიღო.