საათების განაწილების პრინციპი კოლეგიალობაზეა დამოკიდებული

14 სექტემბერი 2018, 00:00 3514 ნახვა

ხელფასები ახსენეს, თუმცა არ უხსენებიათ როგორ მოხერხდება პედაგოგთა ანაზღაურების სწრაფი ზრდა, ცნობილია მხოლოდ ის რომ 11 სექტემბრის დადგენილებით იზრდება მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება, რაც პედაგოგების ხელფასზე გაკვეთილების რაოდენობის ზრდის პროპორციულად აისახება. სწორედ საათების მიხედვით იღებენ ახლა მასწავლებლები ანაზღაურებას, მათ ნაწილს კვალიფიკაციის მიხედვით აქვს დანამატი.

მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა არ იცვლება ის რაც ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე ხდება სკოლებში - ეს „საათებისთვის ბრძოლაა.“ საგაკვეთილო საათების განაწილების პროცესი ადმინისტრაციისთვისაც ერთ-ერთი რთული პროცედურაა, თუმცა ამაზე სკოლებში ღიად არ საუბრობენ. ამბობენ, რომ ეს შეთანხმების საგანია. მეტ გაკვეთილს ითხოვს ყველა მასწავლებელი. მიზეზი ანაზღაურებაა. ექსპერტების შეფასებით პედაგოგის ხელფასი არ უნდა იყოს დამოკიდებული საათებზე და სკოლებში სახელფასო სისტემა უნდა შეიცვალოს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი