აჭარის მთავრობის ახალი სტრუქტურა მომავალ კვირას გაირკვევა

14 სექტემბერი 2018, 00:00 1587 ნახვა

მომავალ კვირას უნდა გაირკვეს როგორი იქნება აჭარის მთავრობის ახალი სტრუქტურა. მთავრობა უმაღლეს საბჭოს სტრუქტურული ცვლილების შესახებ დოკუმენტს გადაუგზავნის. თონიკე რიჟავძემ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმით ჩამოაყალიბებს საქვეუწყებო დაწესებულებებს.

მთავრობის თავმჯდომარე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დეტალურად ამ ეტაპზე არ საუბრობს. სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება აჭარის მთავრობას,  საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ უწევს.

ამავე კატეგორიაში