შეხვედრა ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან

14 სექტემბერი 2018, 00:00 2027 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა კულტურა, ჯანდაცვა, ეკონომიკა და თავდაცვა სტაბილურად ვითარდება. 

როგორი იქნება აჭარის მთავრობის ახალი სტრუქტურა, მომავალ  კვირას  გაირკვევა. მთავრობა უმაღლეს საბჭოს სტრუქტურული ცვლილების შესახებ დოკუმენტს გადაუგზავნის. თორნიკე რიჟავძემ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმით ჩამოაყალიბებს საქვეუწყებო დაწესებულებებს. მთავრობის თავმჯდომარე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება აჭარის მთავრობას,  საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ უწევს. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი