ბათუმში ორი ბაღი 14 დღიანი დაგვიანებით გაიხსნება

14 სექტემბერი 2018, 00:00 7964 ნახვა

ბათუმში, ორი  ბაღში სააღმზრდელო პროცესი 17 სექტემბრის ნაცვლად 1 ოქტომბერს დაიწყება.  მე-16 და 31-ე ბაღები, ბავშვების მიღებას 14 დღიანი დაგვიანებით შეძლებენ. 

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, შენობაში კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. მამუკა შამილიშვილის თქმით, არდადეგების პერიოდი გასატარებელი ღონისძიებებისთვის საკმარისი არ იყო. 

თექვსმეტ ბაღში კი კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სამუშაოების უკვე დასრულებულია. 

ბათუმში სულ 33 ბაღია. 

რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, ის ამ წუთებშიც გრძელდება. ცენტრალურ უბნებში არსებულ საბავშვო ბაღებში ყველა ადგილი შევსებულია. ადგილია დარჩენილი, ძირითადად გარეუბნებში, მათ შორის თამარის დასახლებაში, ურეხშიადლიასა და ბარცხანაში.  

გასული წლის მსგავსად, ბაღს მიღმა წელსაც ასობით ბავშვი რჩება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი