,,კანაფის ნებისმიერი სახით კულტივაცია და ექსპორტზე გატანა საქართველოს მსოფლიოში იმიჯს შეულახავს“ ასე ეხმაურება მთავრობის ინიციატივას საქართველოს მუსლიმთა თემში. შეიხმა რამინ იდიგოვმა დღეს საგანგებო გაცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია, მთავრობის ინიციატივა კი ქვეყნისთვის და ახალგაზრდებისთვის დამაზიანებელი.