კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი სრულდება

12 სექტემბერი 2018, 00:00 1863 ნახვა
00:00
00:00

დღეს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის სოლო კონცერტი დაასრულებს.  პროგრამის მიხედვით პირველ ნაწილში პიანისტთან ერთად  რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა გუნდი შეასრულებს რამდენიმე ნაწარმოებს.

 “ბათუმი მიუზიკ ფესტი“ 2 სექტემბერს გაიხსნა. ფესტივალის დამფუძნებელი  ელისო ბოლქვაძეა. ღონისძიებები ჩექინ ჯორჯიას ფარგლებში მიმდინარეობს. ფესტივალის პარალელურად მაესტრო მიშელ სონის მასტერკლასები გაიმართა.

ამავე კატეგორიაში