საქართველოში დღეს ესტონეთის პრეზიდენტი ჩამოვა. კერსტი კალიულაიდი საერთაშორისო კონფერენციას „მსოფლიო თავდაყირა.“ შეუერთდება. ესტონეთის პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს გვირგვინით შეამკობს და პატივს მიაგებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.
ესტონეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან. ივნისში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა ესტონეთში ჩავიდნენ, სადაც ესტონეთის 100 წლისთავის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.