ზაზა სარალიძე აქციაზე შეუძლოდ გახდა

12 სექტემბერი 2018, 00:00 1554 ნახვა

ზაზა სარალიძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ზაზა სარალიძე გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა. რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. მანამდე სარალიძესა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციაზე სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებმა  კონსტრუქციები მოიტანეს,რომლის გაშლასაც აპირებდნენ, ამის უფლება კი მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საპროტესტოს აქციები შვილმკდარვამ მამებმა ორი დღის წინ მას შემდეგ დაიწყეს, რაც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა დადო. დოკუმენტის მიხედვით გამოძიება არასწორად წარიმართა. ზაზა სარალიძე საქმის გამოუძიებლობაში ხელისუფელბას ღიად ადანაშაულებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი