საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდეს.
ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, ასევე არა აქვთ გავლილი რეგისტრაცია საზღვარგარეთ, შეუძლიათ 7 ოქტომბრის ჩათვლით, გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში